6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე: ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

გულწრფელად გეტყვით, რომ დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ჩემთვის მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიას განაცხადა, რითაც „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშს ეხმაურება.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა.

„აღნიშნული დასკვნა არის მომავალში ნებისმიერი საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს ნაწილი. ეს ნამდვილად ის არის, რასაც ვერავინ ვერ გადაწერს. ეს არ არის საქართველოში მიკერძოებით შექმნილი დოკუმენტი, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი. გულწრფელად გეტყვით, რომ დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ჩემთვის მოსალოდნელი იყო.

„ქართული ოცნებისთვის“ ვითარება საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ქვეყნისთვისაც ეს არის დიდი სირცხვილი, რომ ჩვენ გყავს ხელისუფლება, რომელიც შევიდა ისტორიაში იმით, რომ სულ 17-ჯერ ჩატარებული გამოძიებიდან, ალბათ, სიმძიმით TOP5 დასკვნის სიაშია. ჩვენ გვყავს ძალიან სერიოზულად ფრთაგაშლილი, უმძიმესი დიქტატორული რეჟიმი, რომელიც ჩვენ უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვები იქნება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში„ოპოზიციის ალიანსი“: კრიზისი ვერ განიმუხტება ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებისა და დამნაშავეთა პასუხისგების გარეშე
შემდეგი სტატიაანტონიუ გუტერეში: კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიცვან საერთაშორისო სამართალი