ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი ოპოზიციისთვის წინასაარჩევნოდ გაერთიანებაა. ამის შესახებ მან დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში” ისაუბრა.
“მთავარი არხის” დამფუძნებელი ამბობს, რომ არის ამომრჩეველი, რომელსაც არჩენებზე მისვლა არ სურს, რადგან ვერ ხედავს ძალას, რომელიც ცვლილელების მოხდენა შეუძლია, ეს ჰაერში დარჩენილი ხმები კი “ოცნებას” დარჩება. ნიკა გვარამიას თქმით, მნიშვნელოვანია ძლიერი სუბიექტის გამოჩენა, რომელიც ხალხს არჩევნებზე მისვლას აიძულებს.
თუ ჩვენ გვაინტერესებს საქმის წარმატება, მე მგონია, რომ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ეს გაერთიანება უფლებასთან ერთად არის ვალდებულება. გაერთიანებას არ ვგულისხმობ ყველას გაერთიანებას, არის სეგმენტი ამომრჩევლების, რომელიც ელოდება იმას, ვინც გამოასხივებს ძალას, ვინც დაანახებს ამომრჩეველს, რომ ცვლილებები შესაძლებელია დაცვლილელების გარდა, ეს ხალი მართლა დაიჯერებს, რომ ამ ხალხს მართვაც შეუძლია და ქვეყნის წინ წაყვანაც. ასეთი ამომრჩეველი დღეს არავის აძლევს ხმას, პროდასავლურ ფლანგზე, ყოველ შემთხვევაში. ამ ხალხის ხმები არის ჰაერში. თუ ისინი არ მივლენ არცევნებზე, იგივეა, რომ ეს ხმები მიიღოს “ქართულმა ოცნებამ”, თუ ისინი მივლენ არჩევნებზე და მათ ვირაცა მიიყვანს არჩევნებზე, ეს არის ხმები “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ, საერთოს საქმის სასარგებლოდ და ქვეყნის სასარგებლოდ. ამ ახალ სუბიექტს ექნება შესაძლებლობა, რომ შეცვალოს ყველა სხვასთან ერთად, – ამბობს ნიკა გვარამია.