ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მძიმე შეცდომა იქნება და “ეს მძიმე შეცდომა იმ პოლიტიკურ პარტიებს დაამთავრებს, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს

კოალიცია “ცვლიელებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მძიმე შეცდომა იქნება და “ეს მძიმე შეცდომა იმ პოლიტიკურ პარტიებს დაამთავრებს, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს“.

როგორც გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “თვითმმართველობის არჩევნები წინასწარ განსაზღვრული შედეგითაა და იქ მონაწილეობა არ შეიძლება, მითუმეტეს, როცა ეს შედეგი შენს წინააღმდეგაა.“

თვითმმართველობის არჩევნები არის წინასწარ განსაზღვრული შედეგით. არ შეიძლება წინასწარ განსაზღვრულ შედეგზე შეხვიდე, როცა ეს შედეგი შენს წინააღმდეგაა. ეს ის შემთხვევა არ არის, სადაც მთავარი მონაწილეობაა, პირიქით, ეს სწორედ ის შემთხვევაა, სადაც მთავარი არ მონაწილეობაა, რადგან რეალური შედეგები ამ ქვეყანაში დამდგარია, ჩვენ არ გვყავს დემოკრატიული ინსტიტუციები, იმაზე უარესი საარჩევნო კანონმდებლობაა, ვიდრე 2024 წელს იყო და რეალურად, რომელიც ქართული დემოკრატიის მთავარი სატესტო ქვა იყო და საზოგადოებამ ჩააბარა, როცა თქვა, რომ ა ვაღიარებ ამ შედეგსბ, პოლიტიკურმა პარტიებმა ჩააბარა და ჩააბარა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც უპრეცედენტო რამ თქვა, “საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია“, ახლა კი მიმდინარეობს ამ ყველაფრის გადასინჯვა. თუ არ ვარგოდა მაშინ, თუ ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, იგივეა, იგივეა ბიძინა ივანიშვილი, სასამართლო, ამიხსენით, მაშინ რა ჯადო და შელოცვა იცის ადამიანმა ასეთი, რომ აზრი ჰქონდეს არჩევნებში შესვლას,-ამბობს გვარამია.

მისი თქმით, ვერ იტყვის ვის რა ამოძრავებს, არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრით, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს მძიმე შეცდომაა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს მძიმე შეცდომა იმ პოლიტიკურ პარტიებს დაამთავრებს, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს“, -ამბობს ის.

banner
წინა სტატიაშიგარემოს ეროვნული სააგენტო 3-4 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
შემდეგი სტატიაანდრეი ერმაკი ვაშინგტონში კიტ კელოგს შეხვდა