ნიკა გვარამია: “მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს, ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით ამ ტექნიკით არაფერი ჩანს”

“მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს, ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით ამ ტექნიკით არაფერი ჩანს” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კლინიკაში მას შემდეგ განაცხადა, რაც კლინიკაში, დაშავებული ოპერატორი მოინახულა.

ძაან მძიმე მდგომარეობა საბედნიეროდ არ არის. როგორც ექიმები მეუბნებიან, აქ არ არის სამწუხაროდ მაღალი ხარისხის ტექნიკა, რომელიც ამას გადაიღებს, მაგრამ რა ხარისხიც აქ არის ამის შედეგად დადგინდა, რომ არის მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა. და ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით ამ ტექნიკით ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. ძაან ბედნიერი ვარ ამის გამო. არის თუ არა ტვინის შერყევა და მუცლის ღრუში რამე, ესეც უნდა გადამოწმდეს უფრო ზუსტი ტექნოლოგიებით.

მათი ხელიდან ადამიანი მკვდარია ვინც ის გადმოაგდო აივნიდან. და მე მას ვპირდები რომ მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი კი არა, ციხეს ვახეხინებ სანამ ცოცხალი ვარ. ამას რომ რამე მოსვლოდა, აი იმ ჩლიქოსანს გავატყავებდი. ახლა შეიძლება ვაკმარო უფრო ნაკლები სიმძიმის დასჯა. …ეს ბექა ყორშიაა. ისიც სცემეს. უბრალოდ ამის მოყოლის თავი ახლა არავის არ გვაქვს, – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაში“ლელო საქართველოსთვის“ მედიაზე მორიგ თავდასხმას გმობს!
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: ოპერატორსა და „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებს შორის არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა