ნიკა გვარამია: მამუკა გვარამია არ არის ჩემი ნათესავი

“მამუკა გვარამია არ არის ჩემი ნათესავი, არც მის დას ვიცნობ და არც მის დის ქმარს” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ზვიადაურის საქმის მოსამართლეზე საუბრობს.

მამუკა გვარამიასთან მე მიმუშავია, ვმეგობრობთ, თუმცა არ ვართ ჩვენ ნათესავები. მითუმეტეს, არც მის დას ვიცნობ და არც მის დის ქმარს. საოცარი განცხადება იყო ნამდვილად, მაგრამ რომ მქონდეს ნათესაური კავშირი რა ხდება, ეგეც ვერ გავიგე, – ამბობს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, სამთავრობო მედიამ რამდენიმე დღის წინ, ზვიადაურის გათავისუფლების შემდეგ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბ ზვიადაურის საქმის მოსამართლე მამუკა გვარამია ნიკა გვარამიას ნათესავია.

banner
წინა სტატიაში“მაცვია სააკაშვილის პიჯაკი… ამ პიჯაკისთვის სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ისტორიული სირცხვილია”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება