“ვურჩევ მამუკა ხაზარაძეს: ან ბრძოლა, ან ციხის კარები”-ნიკა გვარამია

“ქოცობა უკვე პოლიტიკური ორიენტაციიდან, დიაგნოზში გადაიზარდა.

ქვყნის ერთ-ერთი მთავარი ბიზნესის ახევას დააკვირდით კარგად და მერე მოყევით, სისხლიან ცხრა წელს ბიზნესებს როგორ ატრორებდნენ.

მამუკა ხაზარაძეს კი აქდან ვაფრთხილებ, როგორც გულშემატკივარი (გულწრფელი) – ეს ყველაფერი დასრულდება მისი დაჭერით. ფულის გათეთრების ბრალდებას ვერსად ვერ წაიღებენ, ბოლობოლო, რომც გარიგება მოხდეს, საზოგადოება დასვამს შეკითხვას: როგორ, სანამ ბანკს წაართმევდით, ფულის გამთეთრებელი იყო და ახლა რომ წაართვით, ფულის გათეთრება გაქრა? და ამ შეკითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

მოკლედ, გამიფრთხილებია მე ყველა – გარიგება ივანიშვილთან არ არსებობს. ან მისი მონა ხარ, ან – არა. ვინც ცადა, ყველა ბოლომდე გააფარჩაკა. ვინც არ შევიდა არანაირ ვაჭრობაში (რუსთავი 2) – ყველამ იქეთ გააფარჩაკა. ამასვე ვურჩევ მამუკა ხაზარაძეს: ან ბრძოლა, ან ციხის კარები”,-წერს რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიბანკის მძარცველს ფეხი აუცურდა და პირდაპირ პოლიციელის წინ დაეცა
შემდეგი სტატიადაბა ჩაქვში ავტოავარიის შედეგად 19 წლის სტუდენტი გოგო დაიღუპა