ნიკა გვარამია: „მაღალო ღმერთებო, თქვენ შე..ით ყველა გამოყ…..ულს“

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი ინფორმაციით ხვალ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს კომპანიას და ამის აღსრულება უახლოეს პერიოდში მოხდება. "რუსთავი ორი არის დღეისთვის დემოკრატიის ერთადერთი გარანტი. სამწუხაროდ ვითარება ისე მიდის რომ თავისუფალი მედიის ადგილი ქვეყანაში არ რჩება. შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. მინდა ყველას თანდასწრებით განვაცხადო, შეხვედრის დეტალები. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლო მიანიჭებს რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშს და ასევე სწრაფად მოხდება აღსრულება. მოთხოვნა იყო ჩემს მიმართ, რომ მე გავწეულიყავი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გიგი დედალამაზიშვილის დას პასუხობს.
„გიგი დედალამაზიშვილის დავ, თუ იმას იზამენ „მგზავრები“, რასაც თქვენ წერთ და რაც ჯერ არავის არ უქნია, არათუ უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს, მაღალ ღმერთებსაც ვთხოვ, ყველა პატრიოტს შეეწიოს, „მგზავრების“ ჩათვლით. მანამდე, ანუ სანამ ამ ყველაფრის ამსახველ ვიდეოს არ ვიხილავთ, ჩემი დამოკიდებულება უცვლელი რჩება სიმბოლურ დღეს, 9 აპრილს მტრისთვის გამართულ ცეკვა-თამაშზე მტრის ბუნაგში. შესაბამისად, უცვლელად ვტოვებ ჩემს მიმართვას – მაღალო ღმერთებო, თქვენ შეეცით ყველა გამოყლევებულს. p.s. სოხუმიდან თბილისში ცალი კალოშითაც არ ჩამოვსულვარ, ისე. ფეხშიშველი ჩამოვედი, აი, თქვენ რომ სამღერად ეახლებით, იმათი დამსახურებით,“ – წერს ნიკა გვარამია.
შეგახენებთ: გიგი დედალამაზიშვილის დამ ჯგუფ „მგზარების“ მიერ 9 აპრილს პეტერბურგში გამართულ კონცერტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ჯგუფი”მგზავრები” ერთ წელზე მეტია, რაც საზღვარგარეთ, კერძოდ, უკრაინაში აგრძელებს კარიერას. ბოლო დროს მათ კალენდარს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი კონცერტებიც დაემატა, მათ შორისაა 9 აპრილს, პეტერბურგში ჩანიშნული კონცერტიც, როს გამოც ჯგუფს სოციალურ ქსელში თამამემამულეებისგან დიდი კრიტიკა შეხვდა… წერენ, რომ 9 აპრილს ოკუპანტი ქვეყნის ქალაქში სიმღერა მიუღებელია. ამის შესახებ სტატუსი რამდენიმე ცნობილმა ადამიანმაც დაწერა, მათ შორისაა “რუსთავი 2”-ის დირექტორი ნიკა გვარამიაც, რომელმაც ჯგუფი უცენზუროდ მოიხსენია ამ ნაბიჯის გამო. “მგზავრების” სოლისტის გიგი დედალამაზიშვილის და, ნინი, კრიტიკას სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით პასუხობს. “პატრიოტებო”, პირველ რიგში ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, პოზიციის დაფიქსირების, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ადამიანებს აქვთ უფლება მოწონდეთ ან არ მოწონდეთ ჯგუფი “მგზავრების” მუსიკა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მომდიოდა წერილები, მირეკავდნენ ჟურნალისტები და მინდა რომ ყველას გაგცეთ პასუხი. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ვუყვარვართ, მაგრამ მოგიწოდებთ რომ გინებით და ლანძღვით ნუ პასუხობთ სიძულვილის და “დედის გინების” ენაზე მოსაუბრე ანგაჟირებულ ადამიანს. ჯგუფი მგზავრები წლებია უკრაინაში არიან, დასახელდნენ წლის საუკეთესო ჯგუფად, წლების მანძილზე სრული ანშლაგით მართავენ კონცერტებს, მათი საკონცერტო ტურნე 1 წლით ადრე არის გაწერილი. ამაზე აქცენტი არ კეთდება და ესეთი გამოხმაურებაც არ მახსოვს “მგზავრების” წარმატებაზე , ესეც გასაგებია, აქ ბედნიერებას და წარმატებას ვერ გპატიობენ. მიხარია რომ ლოკალურ სივრცეში არ დარჩნენ და წარმატებას სხვადასხვა ქვეყანაში მიაღწიეს, განვითარდნენ რაც ყველაზე დიდი მონაპოვარია. რაც შეეხება 9 აპრილს დაგეგმილ კონცერტს რომელიც პეტერბურგში გაიმართება. პატრიოტიზმია ოკუპანტ ქვეყანაში მოახერხო ამ თემას შეეხო! ადვილია, ოთახში შეკეტილმა სოციალურ ქსელში პუტინს აგინო, როდესაც იცი რომ ამის გამო ფიზიკურად ვერავინ შეგეხება. “მგზავრები” პეტერბურგში აქცია კონცერტს გეგმავს, ვიდეო ინსტალაციით, წუთიერი დუმილით. ჩვენი იარაღი ჩვენი საქმეა, ჩვენი იარაღი არის სტერეოტიპების მსხვრევა ახალ თაობაში რომ “გრუზინი” ის არ არის რაც მათ გონიათ. გიგი ოკუპანტების ქვეყანაში მუდმივად აფიქსირებს თავის პოზიციას, მათ შორის უკრაინის თემაზეც პ.ს ნიკა გვარამიას დიდ პატივს ვცემ, უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ, ბევრს მიაღწია კალოშით ჩამოსულმა თბილისში, მაგრამ ყველა იგივე რთულ გზას არ გადის, გიგის უფრო გაუმართლა და კალოშით არ მოუწია კიევში ჩასვლა, იღბლიანია. ძალიან ვაფასებ ნიკას ბიოგრაფიას რომ თავისი თავი შექმნა, ალბათ გადაღლილია და “ქართველი ვაჟკაცივით” დედის გინებაზეა გადასული. ამასობაში მგზავრები აგრძელებენ ტურნეს მთელი წელი გაწერილია მომავალი თვის ბილეთები წინასწარ გაყიდული. საზოგადოებრივი ინიციატივა მაქვს რომ ტალახის სროლის ფესტივალი მოაწყოს სახელმწიფომ, ამაზე დიდ სიამოვნებას ბრბო მაინც ვერაფრისგან იღებს,“ – წერს გიგი დედალამაზიშვილის და.

banner
წინა სტატიაში8 ოქტომბერს შესაძლოა ქორწინების ცნების განსასაზღვრად რეფერენდუმი ჩატარდეს
შემდეგი სტატიაგოგი თოფაძე: „რესპუბლიკელებმა“ პრეტენზიებით აიკლეს „ქართული ოცნება”