ნიკა გვარამია: კოდუას უნდა უმადლოდეს ბიძინა, რომ ცოცხალია

“ერეკლე კოდუამ ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება აარიდა. აი ასე, მარტო მტრის ბუნაგში შევიდა და უტყუარი მტკიცებულებები გამოიტანა. სიცოცხლის რისკის ფასად. არ იზამდა და იქნებოდა დღეს ბადროკრატია საქართველოში. და გამოიცანით პირველივე ხეზე ვის ჩამოახრჩობდა პატარკაციშვილი – ბიძინა ივანიშვილს! და ეს მშვენივრად იცოდა ივანიშვილმა და ყოველდღიურ რეჟიმში მოითხოვდა ბადრის ლამის დახვრეტას და იმედის მიწასთან მოსწორებას (იმედია, არ იკითხავთ, მე საიდან ვიცი). ასე რომ, კოდუას უნდა უმადლოდეს ბიძინა, რომ ცოცხალია და დღეს ხეებს ეზოში რგავს და არა ზედ ჩამომხრჩვალი კონწიალობს.

ესაა ჩემი კომენტარი”-აცხადებს “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (ს.ო.დ.) ყოფილი დირექტორი ე.კ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

banner
წინა სტატიაშიაგარის შაქრის კომპანიის და ბიზნესომბუდსმენის ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაზაზა სოფრომაძე თანამდებობას დატოვებს?