14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ნიკა გვარამია: კირცხალიას განცხადება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის დაანონსებაა

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
_ რაც დღეს ილაპარაკა ვინმე კირცხალიამ, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთთან სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობის განახლების დაანონსება. ჯერ ოფიციალური კულტურული ღონისძიებებით დაიწყება, მერე მოყვება სპორტი, “ბიზნესმენთა ჯგუფები”, და მსგავსი. ბოლოს იქნება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე ოფიციალური უარი (2024ის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების მსგავსი ფორმით). კობახიძის და კალაძის 8 აგვისტოს განცხადებებიც, რა თქმა უნდა, ამის პრელუდიაა. და სწორედ ესაა ამოხსნა იმ “ანტირუსოფობიული” კამპანიის, რამდენიმე დღის წინ რომ დაიწყეს ქოცებმა ერთი შეხედვით გაუგებრად და აუხსნელად.
ნუ გადავიტანთ ყურადღებას მეორეხარისხოვან დეტალებზე: არ სჭირდება ჩვენი დაცვა არც სუხიშვილებს, არც ნიკა რაჭველს და არც პაატა ბურჭულაძეს. მთავარზე ვკონცენტრირდეთ: უმძიმესი ამბები გვიახლოვდება და სამშობლოა დასაცავი.
banner
წინა სტატიაშიკალაძე: რუსეთის მიმართ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიცვალა
შემდეგი სტატიაგეგელია – ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ