ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში 26 მაისის დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით მიღებულ ოფიციალურ პასუხს ასაჯაროებს.
გვარამიას თქმით, წერილის შინაარსი აბსურდულია და მიზნად ისახავს ოპოზიციისთვის პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობის მაქსიმალურად შეზღუდვას:
„წუხელ იმეილით მამცნეს პასუხი ჩემს განცხადებაზე 26 მაისის აქციის თაობაზე. დაწვრილებით თუ გაინტერესებთ შეშინებული ხელისუფლების ეს უკანონო აბსურდი, მოკლე შინაარსი ასეთია:
არანაირი მოწყობილობები პარლამენტთან, არანაირი მოწყობილობები ქუჩის სავალ ნაწილზე, არანაირი მოწყობილობები ტრანსპორტის სავალ ნაწილზე სხვა ლოკაციებზე. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ — არაფერი და არსად არ შეიძლებაო! მიზეზად სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილება სახელდება“, — წერს ნიკა გვარამია.















