13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ნიკა გვარამია: ხელისუფლება სეტანტას აიძულებს, მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლება სანქცირებულ ტვ „იმედს“ გაუყოს

კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ტელეკომპანია „სეტანტას“ მოსალოდნელი მძიმე საერთაშორისო სანქციების შესახებ აფრთხილებს. გვარამიას მტკიცებით, ხელისუფლება ტელეკომპანიას აიძულებს, მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლება სანქცირებულ ტვ „იმედს“ გაუყოს, რაც საერთაშორისო რეგულაციების უხეში დარღვევაა.

“ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებები ნაყიდი აქვს ტელეკომპანია სეტანტას. მაღალი ალბათობით, ხელისუფლების დაწოლით მას აიძულებენ თამაშები გაუყოს სანქცირებულ ტვ „იმედს“.

ეჭვებს ის აძლიერებს, რომ ტრადიციულად, მსოფლიო ჩემპიონატს „პირველი არხი“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი) გადასცემდა, თუმცა 2026 წლის ტურნირზე მაუწყებელმა განაცხადა, რომ FIFA-ს მიერ გაზრდილი გადასახადის გამო ტრანსლირებას ვეღარ შეძლებს. სინამდვილეში, ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოარიდა სანქცირებულ ტვ იმედთან თანამშრომლობას და ტელეკომპანია სეტანტას მეშვეობით აპირებს აკრძალული ტრანზაქციის განხორციელებას და საერთაშორისო სასანქციო რეჟიმის დარღვევას სწორედ ტელეკომპანია სეტანტას აიძულებს.
მინდა შევახსენო ტელეკომპანია სეტანტას, რომ ყველა აქტორისთვის, მით უფრო, FIFA-ს უფლებების მქონე კომპანიებისთვის, სანქცირებულ სუბიექტებთან თანამშრომლობა იკრძალება საერთაშორისო რეგულაციებით და მძიმე პასუხისმგებლობას გამოიწვევს როგორც იურიდიული პირისთვის, ასევე მისი ხელმძღვანელობისა და დამფუძნებლებისთვის.

იმედს ვიტოვებ, ტელეკომპანია სეტანტა საზოგადოების ინფორმირების მიზნით განცხადებას გააკეთებს და განმარტავს აღნიშნულ საკითხს”,_ წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერი, ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიბიზნესის საქმიანობაში უხეშ ჩარევას არ ვაპირებთ – კობახიძე ფასებზე
შემდეგი სტატიაშალვა კერესელიძე: ფასების კომისიის მუშაობის დაწყებიდან დასრულებამდე, ხორცი 5-6 ლარით გაძვირდა