ნიკა გვარამია: ყარაბაღის ომში დამარცხდა საქართველო

ყარაბახის ომში დამარცხებული სომხეთი, სინამდვილეში ყველაზე გამარჯვებულია.

“დღეს ამას ვერავინ აღიარებს და საჯაროდ ვერ იტყვის, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი და პროდასავლური სომხური პოლიტიკური, ბიზნეს და საზოგადოებრივი ელიტა დიდი ხანია უკვე ოცნებობს იმ სიმსივნის მოკვეთაზე, რასაც ყარაბახი ქვია. სიმსივნის, რომლის გამოც სომხეთი რუსეთის მძევალია; რომლის გამოც ქვეყანას უწევს აიტანოს თავზე წამომჯდარი ყარაბახული ბიზნეს და პოლიტ ბანდიტუირ ელიტა(სწორედ მათ წინააღმდეგ ამბოხი იყო ფაშინიანის ფენომენი); რომლის გამოც თავის ყველაზე ბუნებრივ მოკავშირეს, აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და, რაც მტავარია, საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა პირდაპირი (ინფრასტრუქტურული) და გადატანითი (პოლიტიკური) მნიშვნელობით.

დიახ, გაიმარჯვა სომხეთმა, მაგრამ დღეს ამას ვერავინ აღიარებს, თუმცა გულში ყველას უხარია. შესაძლოა, ფაშინიანი ამას შეეწიროს, მაგრამ მისი სახით მსხვერპლი სომხეთის ისტორიული გათავისულფება-გაჯანსაღებისთვის ღირდა. და ზუსტად ვიცი, რომ ის ამას ხვდება და ამ მსხვერპლზეც წავა, თუ მის სამშობლოს დასჭირდა.

რაც შეეხება მოზეიმე აზერბაიჯანს, ცხადია, საზეიმო აქვთ – წართმეული ტერიტორიები დაიბრუნეს. თუმცა, თავის სატკივარიც ძალიან დიდი გაუჩნდათ – პრაქტიკულად საკუთარი ბედი გადააბარეს რუსეთს და თურქეთს, რომლებიც საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებენ, თან ერთმანეთის საპირწონედ. აქ სად ჩაიკარგება აზერბაიჯანის ინტერესი, არავინ იცის, და, სამწუხაროდ, არც არავის ადარდებს და არც არავის კიტხავს აზერბაიჯანს. ეს იცის აზერბაიჯანმა, მაგრამ სომხეთის მსგავსად, ამას დღეს არავინ აღიარებს – გამარჯვების ზეიმია და უნდა იყოს.

და რაც შეგვეხება ჩვენ – მაქსიმუმ ათ წელიწადში, აზერები და სომხები შერიგდებიან და ორივე გაძლიერებული გამოვა ამ პრობლემიდან. უმოკლესი და უიაფესი საკომუნიკაციო მარშრუტი ამ რეგიონში კვლავ აღდგება – გაზსადენი იქნება, ნავთობსადენი თუ სამანქანო ან სარკინიგზო კავშირი გაივლის გეოგრაფიულად უმოკლესი მარშრუტით აზერბაიჯან-სომხეთის გავლით (აქამდე საქართვეოზე გადიოდა სომხეთ-აზერბაიჯანის კავშირის არარსებობის გამო).

და საქართველო? – იქნება როგორც ხაშური შემოვლითი გზის გაყვანის შემდგომ. უკანა ეზო, რომელსაც ყველაფერი გვერდს აუვლის. აი ასე იქნება, უანაკლიოდ, უეკონომიკოდ, უყველაფროდ, რადგან ქართული ოცნება გვმართავს.”- აცხადებს გვარამია

ყარაბაღის ომში დამარცხდა საქართველო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვნების ეპიზოდზე განაჩენი 13 ნოემბერს გამოცხადდება
შემდეგი სტატიაშემაჯამებელი ოქმები ხელმოწერილია – საოლქო კომისიებმა “ოცნებას” გამარჯვება გაუფორმეს