ნიკა გვარამია: კასტრირებული მოსამართლეებიც მყისიერად გაატარებენ ახალ ნებას

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილისთვის გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება და პოსტს ავრცელებს:

,,ყველაზე სამწუხარო მაინც ის მგონია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ იმდენი წითელი ხაზი გადაკვეთა, მალე თავადაც ჩაებმება ამ მოჯადოებულ ფერხულში, ამჯერად, როგორც მსხვერპლი, და გასამართლდება თავისი მოსამართლეებიან-პროკურორებიანად. თან თვითონვე ისეთი პრეცედენტი შეიქმნა, 332-ე მუხლით ყველას ჩასვამ, ვისაც არ დაიზარებ. და აუცილებლად გამოჩნდებიან ისინი, ვინც არ დაიზარებს. პოლიტიკური ტემპერატურაც ამასვე უკარნახებს და ხალხის მოთხოვნაც ეგ იქნება, კასტრირებული მოსამართლეებიც მყისიერად გაატარებენ ახალ ნებას.
სულაც არაა ეს სასიხარულო, ასე ქვეყანა სულ უკან ივლის, მაგრამ უკვე გარდაუვალი მგონია.

ps 332-ე მუხლის უსასრულოდ ფართო ინტერპრეტაციას, ზეგავლენით ვაჭრობასაც თუ დაამატებ, ბიძინა ივანიშვილი ერთ 40 წლიან განაჩენს კი მოაგროვებს და რამდენიმე მილიარდიან ჯარიმას ზედ დაყოლებულს”- წერს რუსთავი -2ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა კურორტ „თეთნულდზე“ ზვავში მოყოლილი უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიასპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის სრული გამაგრება მოხდება