10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ნიკა გვარამია: კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება, რომლის შედეგადაც სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

გვარამიას შეფასებით, მამუკა მდინარაძე „გასაოცარი ბიოგრაფიის“ მქონე პირია.

„კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია და მთლად, იმავე დღეს არ არსებულ თანამდებობაზე „დანიშნონ”.

ჭეშმარიტად, მხოლოდ მამუკა მდინარაძე შეიძლება ასეთი გასაოცარი ბიოგრაფიის პატრონი იყოს, მანამდე ალეკო ელისაშვილის მიერ ცხვირდაკორექტირებული”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ნავთობსადენი „დრუჟბა“ აღადგინა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება