ნიკა გვარამია: “ჯარჯი წიკლაური შემთხვევით ენმ-ს დროს ხომ არ დაინიშნა ციხეების ზედამხედველად?!

“ჯარჯი წიკლაური შემთხვევით ენმ-ს დროს ხომ არ დაინიშნა ციხეების ზედამხედველად?! ახლა რომ ნიანგის ცრემლებს ღვრის პატიმრების ბედზე?!” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

პოლიტიკოსებს იცით რა კითხეთ? გირაოს მოთხოვნით ვინ შევიდა სასამართლოში, პროკურატურას რა პოზიცია ჰქონდა და ასე შემდეგ. და ჯარჯი წიკლაური შემთხვევით ხომ არ არის ასევე ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული და ნაციონალური მოძრაობის დროს ხომ არ დაინშნა და მუშაობდა შემთხვევით, თან ციხეების ზედამხედველობაზე, ახლა რომ ნიანგის ცრემლებს ღვრის პატიმრების ბედთან დაკავშირებით. ასე რომ, ამ ბოდვებზე ლაპარაკი მემგონი უნდა მორჩეს… არ ვიცი, ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულია მოსამართლეო თვითონ რომ ხელისუფლება იძახის, უკვე პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ის ყოფს მოსამართლეებს “ოცნებასთან” აფილირებულებად და ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულებად. სიგიჟეა, – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა
შემდეგი სტატიასააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია