ნიკა გვარამია: „ივანიშვილთან თანამშრომლობა რომ მდომოდა, ავიღებდი გაზრდილ 10-მილიონიან „სტავკას“ და გავიწეოდი გვერდზე!“

„რუსთავი 2“-სთვის დავდე ყველაფერი, რაც შემეძლო და არ შემეძლო. ვინმესთვის რამის „ახევა“ რომ მდომოდა, ისე გავაკეთებდი, ვერავინ ვერც გაიგებდა და ვერც შემეწინააღმდეგებოდა. ივანიშვილთან თანამშრომლობა მდომოდა, ისე ავიღებდი ჯერ 5 და მერე გაზრდილ 10 მილიონიან „სტავკას“ და, უბრალოდ, გავიწეოდი გვერდზე, საყვედურსაც ვერავინ მეტყოდა – უბრალოდ, „დავიღლებოდი“ და წავიდოდი ოჯახთან საზღვარგარეთ,“ – ამის შესახებ „ფეისბუქში“ „რუსთავი 2“-ის გნერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს და იქვე განმარტავს, რომ დეტალებსა და სრულ კონტექსტზე ვერ ისაუბრებს.
„მთავარს ვიტყვი მხოლოდ: სიტუაცია იმგვარია, რომ დამოუკიდებელი „რუსთავი 2“ მხოლოდ ფორმით შეიძლება იყოს – კოლექტივის ხელში. თან იმგვარი კონსტრუქციით, რომ ვერც ბიძინას (პირველ რიგში) მიეყიდოს და ვერც – სხვას, თუ ყველა ამაზე არ შევთანხმდით (რისი ალბათობაც ნულვანია). რაც შეეხება აშკარად მესიჯბოქსურ „ქარხნები მუშებს“ – ჩვენ უსასყიდლო გადმოცემაზე არ გვისაუბრი. უბრალოდ, ამ დეტალების განცხადებაში გამოტანა არ ჩავთვალეთ საჭიროდ. გმადლობთ, რომ გვიყურებთ,“ – წერს გვარამია.

banner
წინა სტატიაშიდღიური, რომელშიც კენედი ჰიტლერს აქებს, აუქციონზე გაიყიდება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე „გაზპრომთან“ დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას აანონსებს