ნიკა გვარამია: ივანიშვილმა ჩაისვარა

ვახო სანაიას ცემაში ბრალდებულის მამიდა, რომელმაც ტელევიზიებთან კომენტარის დროს კატეგორიულად გამორიცხა ვაჟა გიგაურის ბრალეულობა, კორცხელის დაპირისპირებაში ერთერთი მთავარი მონაწილის, გეგა გეგეშიძის დედაა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ავრცელებს:

მონოტონური იდიოტის მიერ ჩატარებული პროკურატურის ბოდვა ბრიფინგის მერე, საიდანაც გავიგეთ, რომ ივანიშვილმა ჩაისვარა, სანქციების შეეშინდა და მელიას გათავისუფლების ფორმას ეძებს, ახლა მე ჩავატარებ ნამდვილ და ხმაურიან ბრიფინგს:
ქალბატონი, რომლის ფოტო ქვემოთაა, ამტკიცებს, რომ ვახო სანაია არ უცემიათ, ის და მისი ცოლი სიმულირებენ თავდასხმას და თავდამსხმელები გადასარევი უკომფლიქტო ბიჭები არიან.
ახლა ვინ არის ეს ქალბატონი: ესაა ზონდერის და კორცხელის გმირის, გეგა გეგეშიძის დედა. გეგეშიძე ამავე კორპუსში ცხოვრობს და ყველა თავდამსხმელი გეგეშიძის პირადი და ახლო მეგობარია. ერთერთი თავდამსხმელი, გიგაური, არის ასევე კორცხელის ზონდერის, გრძელთმიანი გიგაურის ძმა და გეგეშიძის ბიძაშვილია. ეს ქალბატონი კი, შესაბამისად, გიგაურის მამიდა.
აღარაა საჭირო მეტი ლაპარაკი. საქმე გახსნილია – ვახო სანაიაზე თავდასხმა იყო სუსი სპეცოპერაცია, შესრულებული სუსის გამოცდილი და ცნობილი ზონდერების და აგენტ-პროვოკატორების მიერ.
გმადლობთ ყურადღებისთვის.” წერს ნიკა გვარამია

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. მას ცოტა ხნის წინ ტვინის შერყევა დაუდასტურდა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: ნიკა მელიას არ აპირებს გირაოს გადახდას
შემდეგი სტატიაოკუპაციის 100 წელი – ზუგდიდში გამართულ გამოფენას დავით ფაცაცია დაესწრო