ნიკა გვარამია: “ის ხალხი კია ღირსი ერთი კაი კააააა ჩაათხლიშო თავში”

“მთავრობის ნაცვლად, მიტინგის კრიტიკას რომ იწყებენ, ის ხალხი კია ღირსი ერთი კაი კააააა ჩაათხლიშო თავში.

მაგრამ, ეგ არაა მთავარი – რაღაც ისტორიული რეფლექსიები დაუწყიათ, ეროვნული მოძრაობის კრიტიკით და მსგავსი არარელევანტური და ისტორიულად მცდარი ანალიტიკით. გააჯვით რა, ცხოვრებაში არაფერი გაგიკეთებიათ ამ ქვეყნისთვის და პარტისტორიის კათედრებიდან პირდაპირ დამოუკიდებელი საქართველოს ოფინიონმეიქერის ამბიონი მოირგეთ. და ეგ დამოუკიდებელი ქვეყანა ზუსტად იმ ხალხის დამსახურებაა, ვიზეც ახლა უკანა რიცხვით ბოღმას ანთხევთ. შეირგეთ, რომ არ გახსენებთ წარსულ უპრობლემო მოგზაურობებს მსოფლიოს ირგვლივ (კგბ-ს გარეშე რომ შეუძებელი იყო) და დისერტაციების სათაურებს. შეირგეთ, ლუსტრაციის კანონი რომ არ გვაქვს და პარიებად არ ხართ ქცეული. შეირგეთ და ჩაკვდით-წერს რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: წამმზომი ჩართულია