25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ნიკა გვარამია: გრიგოლ ბესელია უნდა დაიჭირონ და მზია ამაღლობელი გამოუშვან

ქართული პოლიცია არის მასობრივად და სისტემურად მწამებელი – ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? გრიგოლ ბესელია უნდა დაიჭირონ და მზია ამაღლობელი გამოუშვან,- ამის შესახებ “ოპიზიციური ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ტვ.პირველის” ეთერში გასულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებს.

გვარამიას თქმით, ქართული პოლიცია არის ,,მასობრივად და სისტემურად მწამებელი”.

“მე რომ მკითხოთ, ხელისუფლების უმოქმედობას საერთოდ არ აქვს ადგილი, უბრალოდ ეს ამბავი ჩვენ გავიგეთ მათი ნების საწინააღმდეგოდ, თორემ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის ეს. ამ ფაქტმა გვაჩვენა ის, რომ ეს არის ყოველდღიურობა, ეს არის რუტინა. ქართული პოლიცია არის მასობრივად და სისტემურად მწამებელი, ბიძინა ივანიშვილის მსახური. ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? გრიგოლ ბესელია უნდა დაიჭირონ და მზია ამაღლობელი უნდა გამოუშვან. ეს უნდა მოხდეს, სულ მცირე”-განუცხადა გვარამიამ “ინტერპრესნიუსს” საპროტესტო აქციაზე.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: ხვალაც შეიძლება დანაშაული მოხდეს, 45 000 ადამიანში ვიღაცამ შეიძლება შეარცხვინოს კვლავ პოლიციის მუნდირი
შემდეგი სტატია4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ის ადამიანი, რომლის ვიდეომტკიცებულებაც გამოქვეყნდა ამავდროულად დაკავშირებული იყო ნაცმოძრაობასთან, უკრაინასთან არის დაკავშირებული- მდინარაძე