ნიკა გვარამია გლდანის ციხესთან მივიდა – “დაველოდოთ სააკაშვილის პოზიციას”

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია გლდანის ციხესთან მივიდა. როგორც ის ამბობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდება და მის პოზიციას გაარკვევს, თანახმაა თუ არა ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე.

ნიკა გვარამიას თქმით, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაურეკეს და უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად მისვლა სთხოვეს.

“არ მოვსულვარ რეკომენდაციებით, ეს რელევანტური არაა. სააკაშვილის პოზიციას დაველოდოთ. მე დამირეკეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მთხოვეს მოსვლა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად, ის მოვა მალე, რამდენადაც ვიცი 15 წუთში საელჩოს წარმომადგენელი, არა კონსული, იმიტომ რომ კონსული იზოლაციაშია და შევალთ, გავარკვევთ რა და როგორ, მეტი ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით… ან წუთში ამ საკითხზე არ ვილაპარაკებ, სააკაშვილის პოზიციას დაველოდოთ. ჩემი პოზიცია მე მაქვს მაგრამ ეს რელევანტური არაა ახლა, – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიანზორ მელია: მიხეილ სააკაშვილმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, პირველი ნაბიჯი მაინც გადადგა ამ მთავრობამ
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაიყვანენ