13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ნიკა გვარამია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ეს არის პოლიტიკური დევნის მორიგი აქტი ანტიქართული რეჟიმის მხრიდან

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება.

გვარამიამ დაკავებულ პოლიტიკოსს, მის ოჯახსა და თანაპარტიელებს სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.

„გიორგი ბარამიძე ქართველი პატრიოტია და მისთვის წარდგენილი ბრალი არის პოლიტიკური დევნის მორიგი აქტი ანტიქართული რეჟიმის მხრიდან.

ჩემი სრული მხარდაჭერა გიას და მის ოჯახს! ჩემი სოლიდარობა გიას მეგობრებს და „ნაციონალურ მოძრაობას!“— წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშილევან ბეჟაშვილი: “ოცნებამ” ოპოზიციაზე ახალი “ნადირობა” და რეპრესიები გამოაცხადა
შემდეგი სტატია“30 ათასზე მეტი სანქცია დაწესდა, თუმცა რუსეთმა სუვერენიტეტი გაამყარა”-პუტინი