4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ნიკა გვარამია: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბევრნი შევიკრიბოთ

ვფიქრობ, დღეს მოპარული არჩევნების ორი წლის თავზე (26 ოქტომბერია ხვალ, თუმცა ორშაბათი), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბევრნი შევიკრიბოთ თსუ პირველ კორპუსთან, 7 საათზე,- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

,,პროტესტის ახალი ტალღა: საქართველო ივანიშვილის გარეშე, უნდა დაიწყოს დღეს და სულ უნდა გაფართოვდეს, ზემოთ ზემოთ იაროს და 28 ნოემბერს, კობახიძის მიერ ევროპის წართმევის დღეს, უმსხვილეს აქციამდე მივიდეთ.
პარტიებს აკრძალავენ, ხალხს აკრძალავენ, ამომრჩეველს აკრძალავენ, მაგრამ ჩვენ არა თუ უნდა დავრჩეთ, არამედ გავძლიერდეთ! კი არ უნდა გავუძლოთ და ფენიქსივით კი არ უნდა აღვდგეთ ფერფლიდან, ჰიდრასავით ახალი თავები უნდა ამოგვივიდეს, მეტნი გავხდეთ და კიდევ უფრო გავძლიერდეთ! გაძლება აღარაა საკმარისი შედეგი, გაძლიერებაა საჭირო!
ამიტომ, ბევრნი უნდა ვიყოთ დღეს და დასაწყისი უნდა იყოს შთამბეჭდავი!
და სულ უნდა გვახსოვდეს: სანთელს ქარი აქრობს, კოცონს კი – აღვივებს! სუსტი ცეცხლი მის ძალასთან უძლურია, ძლიერი ცეცხლი კი, პირიქით, სათავისოდ იყენებს და ძლიერდება! ბევრნი უნდა ვიყოთ დღეს, 7ზე, თსუ“
– წერს გვარამია.

banner
წინა სტატიაშითბილისში დღეს აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიაუკრაინის ომბუდსმენი: რეგულარულად ვმართავ შეხვედრებს რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისართან