ნიკა გვარამია: გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ – ხალხს, და არა თქვენ – ოპოზიციურ პარტიებს

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი ინფორმაციით ხვალ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს კომპანიას და ამის აღსრულება უახლოეს პერიოდში მოხდება. "რუსთავი ორი არის დღეისთვის დემოკრატიის ერთადერთი გარანტი. სამწუხაროდ ვითარება ისე მიდის რომ თავისუფალი მედიის ადგილი ქვეყანაში არ რჩება. შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. მინდა ყველას თანდასწრებით განვაცხადო, შეხვედრის დეტალები. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლო მიანიჭებს რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშს და ასევე სწრაფად მოხდება აღსრულება. მოთხოვნა იყო ჩემს მიმართ, რომ მე გავწეულიყავი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ – ხალხს, და არა თქვენ – ოპოზიციურ პარტიებს, თქვენ წარმოადგენთ ხალხს და არა საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს, კეთილი ინებეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ, რაზე მიდის შეთანხმება/მოლაპარაკებები, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„ღიად და პირდაპირ მივმართავ ოპოზიციას: რას ნიშნავს დაუსრულებელი არგასაჯაროება და დამალვა, რაზე მიდის მოლაპარაკებები? რატომ გვამკითხავებთ, ვინ შედის, ვინ არა, ვინ რაზე თანახმაა, ვინ რისი წინააღმდეგია? თუ თქვენ ვერ ხვდებით, მე გეტყვით: ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის ოცნებიზაცია – ჯერ იმათმა მოგვპარეს ხელისუფლება და ახლა ზუსტად იგივეს აკეთებთ თქვენ – გვპარავთ სიმართლეს და მასთან ერთად ხელისუფლებას, ხალხისგან ფარულად თანხმდებით ჯერ ერთმანეთთან და მერე – „ქართულ ოცნებასთან“.

გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ – ხალხს, და არა თქვენ – ოპოზიციურ პარტიებს. თქვენ წარმოადგენთ ხალხს და არა საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს. კეთილი ინებეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ, რაზე მიდის შეთანხმება/მოლაპარაკებები.

მთავარი არხის სახელით მოვითხოვ (იმედია, სხვა მედიებიც შემოგვიერთდებიან):
გასაჯაროვდეს, რაზე მიდის მოლაპარაკებები და რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას;
დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე და მოხდეს პირდაპირი ტრანსლირება, რათა გაირკვეს, ვინ შედის, ვინ რაზეა თანახმა, ვინ უგორებს კოჭს ივანიშვილს და ვინ იცავს ხალხის პოზიციას“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.

banner
წინა სტატიაშიგიგა უგულავა: თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა, ადგეს და შევიდეს, მაგის დედაც ვატირე
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: წითელი ხაზი ჩვენც გვაქვს-რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრები და ცესკო-ს რეფორმა