ნიკა გვარამია: ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთერთი ადვოკატიცაა, გლდანის ციხეში მსჯავრდებულ დეკანოზს შეხვდა. მისი თქმით, გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო.

“ახლა გამოვედი დეკანოზი მამალაძისგან. ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია. შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა. მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი და ჩვენ, უთავმოყვაროებს, @@@ქალა პრეზიდენტის მოლოდინი გვაქვს” – წერს გვარამია Facebook-ზე.
პრეზიდენტმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა, თუმცა, მათ შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან ვერ მონახა არგუმენტი, “რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ მამალაძეზე”.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ეხმიანება ინფორმაციას სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტის შესახებ
შემდეგი სტატიაოპოზიციის „შავი სიის“ პირველ ხუთეულში ორი მოსამართლე, ერთი პროკურორი, ერთი პოლიციელი და მერიის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მოხვდნენ