ნიკა გვარამია: “ეს გადაწყვეტილება არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი”

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი ინფორმაციით ხვალ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს კომპანიას და ამის აღსრულება უახლოეს პერიოდში მოხდება.

"რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი", - ნიკა გვარამია“ეს გადაწყვეტილება არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი”, – ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ  საგანგებო ბრიფინგის დროს გააკეთა.

“გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა და არცერთ სამართლებრივ ნორმას საქართველოში არის სრულიად დაუსაბუთებელი. ეს არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი, ოღონდ ამას ჩვენ კი არ ვაწყობთ ამას აწყობს ხელისუფლება. სახელმწიფო გადატრიალება არის ხელისუფლების მითვისების ნებისმიერი აქტი. ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ამ გადაწყვეტილებით ითვისებენ ხელისუფლებას.

ეს ხელისუფლება დასრულდება 2016 წელს. ამ გადაწყვეტილებაში ჩართულია პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო. სამწუხაროდ მოსამართლე ურთელიძემ სრულიად ტოქსიკური გახადა სასამართლო კორპუსი.

ურთმელიძემ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა მოუწყო საქართველოში სიტყვის თავისუფელაბას და დემოკრატიას. ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას”, – აცხადებს ნიკა გვარამია.

ამ განცხადების შემდეგ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა დეტალურად წაიკითხა ურთმელიძის განჩინებაში ჩაწერილი მუხლები.

https://youtu.be/l00xKKurxgU

banner
წინა სტატიაშიირაკლი ტაბლიაშვილი:”მოქალაქეები იცავენ კანონს”
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: “მე ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და დამატოვებინეთ იძულებით”