27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ნიკა გვარამია: ეს არის ერთგვარი ახალი ტალღა, რომელიც, იმედია, პროტესტის გადატვირთვას გამოიწვევს

ეს არის ერთგვარი ახალი ტალღა, რომელიც, იმედია, პროტესტის გადატვირთვას გამოიწვევს და რაღაც ახალ ენერგიას შემოიტანს, – ამის შესახებ “ოპოზიციური ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

“გამძლეობაზე ტესტი ჩაბარებული გვაქვს. წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც ეს პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს. ახლა გვჭირდება აუცილებლად რაოდენობის ტესტის გავლა. ერთმანეთიც უნდა დავინახოთ, მსოფლიომაც უნდა დაგვინახოს და ქართველებმაც უნდა დაგვინახონ – ემიგრანტებმაც, აქაც, ვინც რეგიონებშია და.შ. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ერთად ვგეგმავთ, ერთად ვიმარჯვებთ. აუცილებელია ჩვენი კომუნიკაცია ერთმანეთთან,” – განაცხადა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიაკრძალვის მიუხედავად, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ადგილზე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა მიიტანეს
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის პარალელურად, პარლამენტის შესასვლელები დამატებითი რკინის ჯებირებით გაამაგრეს