15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

ნიკა გვარამია: ეროვნული ღირსებაც ფეხებზე კიდიათ, ჩვენი ისტორიაც და ქვეყნის ინტერესებიც

რუსმა “პიანიცა” კაცმა თავზე გადმოაფსა ქართველ გოგოებს; ქალთა ფეხბურთის კლუბის თურქმა პრეზიდენტმა 20 წლის ქართველ ფეხბურთელ გოგოზე სექსუალურად იძალადა. მანამდე გასახდელში ჩუმად სათვალთვალო ვიდეოკამერები დაუმონტაჟა, გოგონებს უთვალთვალებდა და გასაგებია რასაც აკეთებდა 32 წლის პერვერტი. სასამართლომ გაამართლა,- წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.


,,სილის გაწვნისთვის ქართველ ჟურნალისტ ქალს და ფლომასტერით პლაკატის დაჯღაბნისთვის 4 შვილის დედას, ქართველ გოგო ბიჭებს და ასაკოვან პროფესორებს და აკადემიკოსებს ტროტუარზე დგომისთვის ციხეში რომ ყრის, იმ სასამართლომ.

ირანის ელჩმა, ფაქტიურად, განაცხადა, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დიდმოწამედ აღიარებული და წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფალი მართლა აწამეს თუ არა, უნდა გამოვიკვლიოო. ამაზე ხმაც არ დაუძრავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბუზიც არ აუფრინა ელჩს არც ერთმა ქოცმა ჩინოვნიკმა. იმ ელჩს, რომელიც პერიოდულად ისეთებს ამბობს, ელჩი კი არა, ირანის მეჯლისის რიგითი პარლამენტარი რომ ვერ უნდა გვიბედავდეს და ეს ეროვნულ-პატრიოტული ნერვით კიდევ რომ ბლატაობს ქართული ოცნება, ეგ როგორაა? ამ ფარჩაკი ანტიქართველების პირიდან სიტყვა სამშობლო როგორ უნდა ამოდიოდეს საერთოდ?! ეროვნული ღირსებაც ფეხებზე კიდიათ, ჩვენი ისტორიაც და ქვეყნის ინტერესებიც”,- წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინულმა კომპანიამ ახალი მიწისზედა რობოტი „ფროდო“ წარადგინა
შემდეგი სტატიანარკოლოგი: სიტუაცია არის უმძიმესი. დღე არ გავა, რომ ზედოზირების ახალი შემთხვევები არ იყოს