26.2 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ნიკა გვარამია: ელენე უნდა გათავისუფლდეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება ციხის პირობებში შეუძლებელია

„ჩვენ ვაპირებთ დავაყენოთ შუამდგომლობა ელენესთან დაკავშირებით, რომელიც არის პროცესის მონაწილე. ის არის კვლავ უსამართლოდ ბრალდებული იმაში, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს და რაკი პროცესის მონაწილეა მოსამართლე ვალდებულია იმსჯელოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გამოიკვლიოს იგი და თუ საჭიროა და ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა, მიიღოს შესაბამისი ზომები” – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ე.წ საბოტაჟის საქმის დაწყებამდე განაცხადა.

„თუ ზომები არ იქნება მიღებული, ჩვენ ორშაბათიდან ვიფიქრებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, უფრო სწორად, ნაფიქრი გვაქვს, მაგრამ აუცილებელია, რომ შეთანხმებული იყოს.

ნებისმიერი სხვა საკითხი დღის წესრიგში, ყოველ შემთხვევაში, ჩევნი კოალიციისთვის [არ დგას] დანამდვილებით იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ჩვენს მეგობარზე, არა მხოლოდ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანზე, ბევრისთვის საყვარელ პოლიტიკოსზე და ოთხი შვილის დედაზე, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი კოალიციის ლიდერზე, მაგრამ იმედია, რომ ალიანსი ამაში შემოგვიერთდება და ის პოლიტიკური ძალები, ვინც არ არიან ალიანსში.

ელენე უნდა გათავისუფლდეს, ეს არის ჩევნი მოთხოვნა. ის, რომ ელენე არაფერს არ ითხოვს, ეს მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს და შეუქცევად დაზიანებამდე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია ციხის პირობებში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც ის გარეთ იყო, მაშინაც რთული იყო და სხვათა შორის, ეს არავის არ უთქვამს, რომ ეს მას დაემართა ციხეში. მისი ჯანმრთელობის კონდინციები იყო რთული, მაგრამ ციხეში ყოფნამ ისეთი მძიმე გამწვავებები გამოიწვია, რომ აუცილებელია მისი სათანადო გარემოში მოქცევა”- განაცხადა ნიკა გვარამიამ მედიასთან.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ელენეს ახლა ისევე ეპყრობიან, როგორც მაშინ მე მეპყრობოდნენ -ეს არის წამება ევროპული კონვენციების მიხედვით
შემდეგი სტატიასაქართველოს საპენსიო ფონდმა 2025 წლის წლიური საინვესტიციო ანგარიში გამოაქვეყნა