ნიკა გვარამია გიგი უგულავას მიმართვს

„ცოტა ვერ გავიგე, ელენე ხოშტარიას რომ მივეცი ვაკის მაჟორიტარად ჩემი ხმა და საჯაროდაც ვაგიტირებდი რამდენიმე თვის წინ, მაშინ კარგი ვიყავი და ახლა, ჩემს ახლო მეგობარს, ზალიკო უდუმაშვილს რომ ვუჭერ მხარს თბილისის მერობაზე, უცებ გავცუდდი და „რუსთავი 2“-ს ბალანსი აეჭრა თუ როგორაა?“ – წერს „ფეისბუქში“ „რუსთავი 2“-ის გენრალური დირექტორი ნიკა გვარამია და საზოგადოებას მიმართავს:

„მეგობრებო, მორჩით ღელვას. ვისაც მინდა, იმას დავუჭერ მხარს და როგორც მინდა, ისე გამოვხატავ.
დიახ, არ მიმაჩნია უდუმაშვილის გარდა არც ერთი ოპოზიციური კანდიდატის შანსები სერიოზულად. ესაა ჩემი ვარაუდი, როცა და როგორც მინდა, ისე გამოვთქვამ და თვითცენზურას არ ვაპირებ. და ამას თუ რომელიმე კანდიდატი ან მისი მხარდამჭერი შეურაცხყოფად აღიქვამს, სჯობს, ადეკვატური აღქმის უნარი დაიბრუნოს. სასარგებლოა წინასაარჩევნოდ.
მთავარი, მე ვის ვაძლევ ხმას რ2ის სარედაქციო პოლიტიკას არ უკავშირდება. აქამდე ქოცური ნარატივი აკავშირებდა ჩემს პირადს რ2თან და არ მივესალმები სხვების ხარჯზე ამ ნარატივის გაფართოებას. თუ არა და, იხილეთ წინა წლების მედია მონიტორინგის შედეგები და დაელოდეთ წლევანდელს. მაინც თუ არა და, როგორც გინდათ, ისე ქენით. მე რა, კი არაფერი მაკლდება.“
აქვე, ნიკა გვარამია ელენე ხოშტარიას მიმართ პატივისცემას ადასტრებს.
„ვადასტირებ ლაკას მიმართ პატივისცემასაც და სიყვარულსაც. არ მგონია, ხმის მიცემაზე გადიოდეს ეგ ამბავი,“ – წერს გვარამია.

banner
წინა სტატიაშიახალციხეში ირანის მოქალაქე არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირშია ეჭვმიტანილი
შემდეგი სტატიასააკაშვილმა „საკუთარი“ გადაცემა დახურა