ნიკა გვარამია ე.წ. მოდულის შენობაში მივიდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ე.წ. მოდულის შენობაში მივიდა. ნიკა გვარამია ადვოკატთან ერთად იმყოფება. მას შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ასევე ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარულ საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების გასაცნობად არიან დაბარებული.
გიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენონაში 17:00 საათზე უნდა მივიდეს.

banner
წინა სტატიაშიბათუმის საქალაქო სასამართლოში “თანასწორობის მოძრაობის” წევრების საქმესთან დაკავშირებით, მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, გალში ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს