ნიკა გვარამია: ძალიან იყოჩაღეს ექიმებმა

„მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ, ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი. უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, შეიძლება გაგიკვირდეთ ქალბატონო დემურიშვილი. პირდაპირი მნიშვნელობით, ამ ადამიანებსაც რატომ ზაფრავენ და მიდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებენ ახლა უკვე ექიმებსაც ვგულისხმობ, ჩემთვის გაუგებარია. მოვიდნენ ექიმები, მე კი მომეჩვენა საუკუნედ ვიდრე ჩამოვიდნენ, მაგრამ სინამდვილეში მოკლე ხანში ჩამოვიდნენ, აიყვანეს და მერე უკვე რამდენიმე წუთში მეც ამიყვანეს. როგორც კი სისტემა დაუყენეს, ფერზეც მოსულია და უკვე კონტაქტურია, რადგან იქ ქვემოთ რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო. ამჟამად იმყოფება რეანიმაციაში, ყველა ექიმი ადგილზეა, აკეთებენ მაქსიმუმს თავისი შესაძლებლობების. მე არ ვიცი ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს, რადგან ამ ექიმების ბედიც უკვე რატომ ჩააგდეს ამ დღეში, მართალი გითხრათ, უკვე აღარ მესმის. მართლა მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი რომ გამოიყვანეს მდგომარეობიდან, მაგრამ ეს როდემდე იქნება შესაძლებელი, არ ვიცი. გულწრფელად გეტყვით, უკვე მთავარი ჩემი ინტერესია, რომ ეს კაცი აქედან გავიდეს და ეს ყველაფერი შეწყდეს, რადგან აუტანელია უკვე ყურება იმისი, როგორ კვდება ეს კაცი. გამოსავალი არის ერთადერთი, რომ აქ არ იყოს მიხეილ სააკაშვილი და მერე შეწყვიტოს შიმშილობა. თუ მართლა ასეთი ვითარებაა, ნუ მოგონილი აბსურდი, რომ ვიღაცა მოტაცებს თუ რაღაცა უსაფრთხოების პრობლემები იქნება, გეუბნებით პირდაპირ ჩემ აზრს, არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში სააკაშვილის პოზიცია, ჩემი დამოკიდებულება პირადად ის არის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს კაცი აქედან ცოცხალი გავიყვანო და ნუ იქნება საქართველო თუნდაც, არ ვიცი სხვა ადგილი იყოს. არაფერი უკვე აღარ მაინტერესებს, გარდა იმისა, რომ ეს კაცი აქედან გამოვიდეს ცოცხალი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშირეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე-სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა შემთხვევით
შემდეგი სტატია“თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ”-ნიკა მელიამ მოქალაქეებს 19 ნოემბერს, 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა