15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ნიკა გვარამია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება.

„ეს რაც შეეხება პრიორიტეტებს: ბავშვების სიცოცხლე თუ ბიძინას ხუშტური. და ისე, ეკონომიკური კრიზისი რომ არა, ასეთ მგრძნობიარე ამდენს არ ალაპარაკებდნენ და ასე არ გაამწარებდნენ ჰიპერპოპულისტი „ქოცები“ საზოგადოებას, საკუთარი მომხრეების ჩათვლით. “ფული არალი”,“ – წერს გვარამია.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. მისი თქმით, არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს ერთიდან სამ წლამდე.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ეტლის საჭიროების გადავადებისთვის და სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად დადასტურებულად დადებითი ფუნქცია აქვს ე.წ. კორტიკოსტეროიდებს, რომელიც უკვე გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამით.

banner
წინა სტატიაშიირანელი გენერალი – ისრაელი და აშშ სასოწარკვეთილებამდე მივიყვანეთ
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი, საქართველოში განხორციელებულ ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს