„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“როგორც ადრე დავწერე, ევროკავშირმა დაიწყო უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების პროცედურა და სომხეთთან ძალიან სწრაფი დაახლოვება, მათ შორის, ერევანი 50 მილიონ ევროს მიიღებს წელსვე.
ამასობაში, საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხს 11 ივნისს განიხილავენ და საკმაოდ დიდი ალბათობით, დეკემბერ-იანვარში ჩამოგვართმევენ.
მანამდე სოციალურ ქსელში “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს – ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების თაობაზე.
















