ნიკა გვარამია დავით კიკალიშვილის წასვლაზე: „დიდი ეპოქა დასრულდა!“

„კიკალა წავიდა. დიდი ეპოქა დასრულდა,“ – ასე ეხმაურება „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დავით კიკალიშვილის ტელევიზიიდან და საქართველოდან წასვლას. როგორც დღევანდელ „პოსტსკრპტუმში“ დავით კიკალიშვილმა განაცხადა, ის საცხოვრებლად უცხოეთში მიდის.
„პირადი ხასიათის მიზეზის გამო მე პოსტსკრიპტუმის ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ. მიჭირს ამ სიტყვების თქმა რადგანაც 20 წელზე მეტია მე და თქვენ, რუსთავი 2-ის არხზე, კვირას, საღამოს 9:00 საათზე პოსტსკრიპტუმის ეთერში ვხვდებით. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გადაგხვდა თავს და ვგონებ ძალიან დაგვაახლოვა. ვერ ვიტყვი რომ ყოველთვის ვამართლებდი თქვენს მოლოდინებს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ბევრი კარგიც იყო ამ 20 წლიან მეგობრობაში. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებსა და კოლეგებს, ვერც კი ვანსხვავებ მათ ერთმანეთისაგან, მათ ვინც დიდი თმენითა და სიყვარულით გვერდში მედგა ამ დროის განმავლობაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თქვენ ხართ – პოსტსკრიპტუმის მაყურებელი! თქვენი ერთგულებისა და ყურადღების გარეშე პოსტსკრიპტუმის ისტორია ვერ შედგებოდა. ამისათვის კი უღრმესი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ ეს მეგობრობა გაგრძელდება რადგანაც ამ გადაცემაზე ნიჭიერი და თავის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალები მუშაობენ. ჩემს ადგილს კი ამ სტუდიაში გიორგი გაბუნია დაიკავებს,“- მიმართა მაყურებელს დავით კიკალიშვილმა.
20 წლიანი უცვლელი წამყვანის შემდეგ, გადაცემა „პოსტსკრიპტუმს“ პირდაპირ ეთერში ახალი სატელევიზიო სეზონიდან ჟურნალისტი გიორგი გაბუნია წარადგენს. დავით კიკალიშვილმა მას ესტაფეტა პირდაპირ ეთერში გადააბარა.

banner
წინა სტატიაშიდავით კიკალიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვა
შემდეგი სტატიარუსეთ-უკრაინის ფრონტზე საომარი მოქმედებები განახლდა