19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ნიკა გვარამია: დასჭირდათ, რომ ღარიბაშვილი “შეაზილონ” ოპოზიციას

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილის შემდეგ დაწყებულ გამოკითხვებს „პროპაგანდისტულ ამბავს“ უწოდებს. გვარამიას შეფასებით, ხელისუფლება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოპოზიციასთან დაკავშირებას ცდილობს, რეალურად კი საქმე „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირებასა და ანგარიშსწორებას უკავშირდება. ამის შესახებ გვარამიამ ტვ პირველთან განაცხადა.

“ეს არის სუფთა პროპაგანდისტული ამბავი. დასჭირდათ, რომ ღარიბაშვილი შეაზილონ ოპოზიციას. სინამდვილეში, ღარიბაშვილზე ქოცი, მემგონი, ამ ქვეყანაში არავინ არსებობს. ციხეშიც, დაჭერილიც კი ეგეთად რჩება და ივანიშვილზე რომ წერს, მაშინაც ეგეთაც რჩება. ეგ მათი შიდა პრობლემაა და შიდა ანგარიშსწორება. უბრალოდ, დასჭირდათ ახლა ჩვენი გამოკითხვა იმისთვის, რომ აი, ეს ყველაფერი დაენახვებინათ და კიდევ, შესაძლოა, და მე მგონია, რომ მაღალი ალბათობაა, თუ გააგრძელებს ამ წერილების წერას, ყოველ შემთხვევაში, მას წარუდგენენ ალბათ ახალ ბრალს ცრუ დასმენასთან დაკავშირებით. 

ხელახლა საქმე უნდა აწიონ და გამოკითხონ, ჯერ ერთი, ისინი, ვისზეც ლაპარაკობს ღარიბაშვილი, ღარიბაშვილი გამოჰკითხეს, და ასევე ხელახლა უნდა აწიონ და შეხედონ, რეალურად თუ არსებობს რაიმე მინიშნებები საქმეში, მათ შორის ექსპერტიზებში, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, მათ შორის სხვა მოწმეების გამოკითხვაში, თუ არსებობს რაიმე საფუძვლები, ვივარაუდოთ, რომ ეს არ იყო თითმკვლელობა”, – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძე და მდინარაძეც უნდა გამოიკითხონ
შემდეგი სტატიაინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა