15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

ნიკა გვარამია: დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. პოლიტიკოსის თქმით, საგამოძიებო უწყებაში კითხვები მხოლოდ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს.

გვარამიამ განმარტა, რომ საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილიდან შეიტყო და ეს პოზიცია გამოძიებასაც დაუფიქსირა.

პოლიტიკოსის განცხადებით, მოვლენები ორი ძირითადი მიმართულებით განვითარდება.

გვარამიის თქმით, შეეცდებიან ისეთი სურათის შექმნას, თითქოს ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერია. „ღარიბაშვილმა დასვა მძიმე შეკითხვა და ბუნებრივია, ეს ყველას გვაინტერესებს, თუმცა პასუხი ჩვენ არ ვიცით. პროპაგანდა ეცდება თქვას, რომ გვარამია და სხვები ღარიბაშვილის გვერდით არიან, რაც ტყუილია“, — აღნიშნა მან.

ოპოზიციონერი ლიდერი ვარაუდობს, რომ ექს-პრემიერის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები გამკაცრდება. „მეორე იქნება ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ცრუ დასმენის მუხლით — ამაში დარწმუნებული ვარ“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქოში მესამე და შემდგომი შვილის საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის რეგისტრაცია იწყება
შემდეგი სტატიასოფელ მატანში ძლიერი წვიმის შედეგად 20-მდე ოჯახი დაზარალდა