ნიკა გვარამია – დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო, საქართველო ჩვენია, ჩვენ მივდივართ ევროპაში

დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო, საქართველო ჩვენია, ჩვენ მივდივართ ევროპაში, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა. აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთით სუს-ის შენობასთან შეჩერდნენ.

გვარამიამ აღნიშნა, რომ ყველას მოუწევს მოქალაქეებისთვის წართმეულის დაბრუნება.

„საქართველო ჩვენია, წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ და გახსოვდეთ, ემსახურეთ საქართველოს, გაანებეთ თავი ივანიშვილს. ის წავა და თქვენ დარჩებით, თვალებში უნდა ჩახედოთ შვილებს, ცოლებს, ქმრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანამოქალაქეებს. დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო. საქართველო ჩვენია, ჩვენ მივდივართ ევროპაში“, – აღნიშნა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა ამერიკულ კომპანიებს უკრაინაში სამხედრო ტექნიკის რემონტის უფლება მისცა
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები როგორც კი გვექნება, ის ქართველი მოსამართლეები, რომლებიც არ ეგუებიან კლანს, შეძლებენ, სრულად აიღონ სასამართლო ხელისუფლება