11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ნიკა გვარამია: დაელოდეთ, ბიძინა რა დასკვნებს გამოიტანს ორბანის მარცხიდან, დაიჭერს ყველას, ვინც რამის გამკეთებელი ჰგონია

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს (რაც საშური საქმეა, ნამდვილად), მაგრამ თან იმასაც ამატებს (და რეალურად ამის სათქმელად წერს), რომ ლამის ჩვენ ვიგონებთ და “ვბერავთ” რეპრესიების მასშტაბებს:
თქვენ იმას დაელოდეთ, ბიძინა რა დასკვნებს გამოიტანს ორბანის მარცხიდან ახლა და უტყუარად როგორ გადაწყვეტს, რომ ზედმეტ დემოკრატიას გაეთამაშა და მაგიტომ წააგო. ის რომ არ ვთქვათ, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების მისთვის სრულიად წარმოუდგენელი აქტის გამო მთლად დიფსთეითის აგენტად მონათლავს მისი მოძალადე და პოლიტიკის და სუპერმინიმალური დემოკრატიის უარმყოფელი ტვინით.
დაელოდეთ, და მეცხრამეტე წრეზე რომ დაიჭერს ყველას, ვინც რამის გამკეთებელი გონია და თქვენ რომ მეცხრამეტე წრეზე ისევ მარტო იქნებით გარეთ, მაგ მეცხრამეტე გამოცდილება მაინც შეავსეთ რეალური საქმით და არა ისევ იმათი კრიტიკით, ვინც ციხეში იქნება ან გარეთ დღენიადაგ დანის პირზე ივლის. ნუ დარჩებით ისევ ამაყ კომენტატორებად.
Ps და მთლად “პოლიტიკური აუტისტები” მაინც ნუ ილაპარაკებთ ყველასთვის ხელის ჩამორთმევაზე და ხალხთან შეხვედრებზე, ვინმე ცინიკოსმა ძაან აბუჩად არ აგიგდოთ”,_ წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.
banner
წინა სტატიაშილიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აშშ-ირანის მოლაპარაკებების ნაწილი არ არის
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი: რადგან ორბანი აღარ არის ევროპული საბჭოს წევრი, არ ნიშნავს, რომ უცებ ყველაფერი გამარტივდება