ნიკა გვარამია „ციანიდის საქმეზე“ „ფეისბუქსში“ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს

„დეკანოზი ციანიდისადმი ინტერესს გამოხატავს, თან მისი მომწამლავი ეფექტის კონტექსტში,“ – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, მოწმე ირაკლი მამალაძე პროვოცირებს სასურველ პასუხებს.
„მაღალი ალბათობით, დეკანოზს ციანიდი საერთოდ არ შეუძენია (გამორიცხულია, სპეცოპერაცია ბოლომდე არ მიეყვანათ და ციანიდის დეკანოზისთვის გადაცემა არ გადაეღოთ. ასევე, პრაქტიკულად გამორიცხულია, სრული თვალთვალს ქვეშ მყოფი პირის მიერ ციანიდის უცხო პირისგან ყიდვა ვერ დაეფიქსირებინათ); საერთოდ არ იკვეთება, რომ თუ ვინმეს მოწამვლას აპირებდა, ეს ვინმე შორენა თეთრუაშვილი იყო (მოსაშორებელია, დასაბრედია, მარილზე გავა – სრულიად არაფრის მამტკიცებელია); არსაიდან ჩანს, რომ დეკანოზი ციანიდს ეძებდა გერმანიაში წასაღებად. უფრო პირიქით,“ – წერს ნიკა გვარამია და იქვე აღნიშნავს, რომ ყველაფერი ეს მისი დასკვნაა, რომელსაც გამოქვეყენბული მასალებიდან აკეთებს.
„სხვა მასალები ჩემთვის უცნობია,“ – აღნიშნავს გვარამია.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ძალოვანი უწყებიდან ათი გენერალი გაანთავისუფლა
შემდეგი სტატია,,Kaspersky Lab,,-ციფრული სამყარო საფრთხეები