ნიკა გვარამია: ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ვინ არის ეს მოძალადე

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განცხადებას აკეთებს. გვარამია დამნაშავეთა იდენტიფიცირებას მოითხოვს და საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას აღძრული მუხლის გადაკვალიფიცირებას:

„სამართალდამცავების რეაგირება არის სრულიად სამარცხვინო და ეს უნდა იყოს გამოძიებული არა 125-ე მუხლით, ანუ ცემის მუხლით, არამედ ხელშეშლის მუხლით, ამაზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენთვის გამოცანაა უბრალოდ, რატომ არის ეს პასუხი ამგვარი, რატომ არის დამონტაჟებული მასალა უხმო და დადებული, ამ ყველაფრის დასაბუთება არის ის, რომ ჩვენ შევრიგდით, დავასრულეთ გადაღება და მხარეები შერიგდნენ. ეს არავის არ უთქვამს და მხარეები არ შერიგებულან, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ვინ არის ეს მოძალადე, სახელი და გვარი, რა პოზიცია და თანამდებობა უჭირავს, რის გამო იმყოფებოდა ის აეროპორტში და რატომ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართული ამ საკითხში იმგვარად, რომ მოძალადის ინტერესი დაიცვას და მას შეუმსუბუქოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ვინც არ უნდა ილაპარაკოს დღეს შერიგებაზე მხარეები არ შერიგებულან და ჩვენ გვაინტერესებს ერთადერთ კითხვაზე პასუხი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში“2008 წელს საქარველოში რუსეთის ინტერვენცია მოსკოვს დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაგეგმილი”
შემდეგი სტატიანატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი რუსეთის მხრიდან საფრთხეებს ვერ ხედავს