“მორჩა სეირნობა და სიარული… ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით! 24 საათი, ეს აქცია იდგება აქ!” – ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან საუბრობს
მორჩა სეირნობა, სიარული. ჟივილ-ხივილი, ყველაფერი მორჩა, ვიბრუნებთ სამშობლოს! ვკეტავთ ყველაფერს. დრო აღარ გვაქვს. პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი , ვინც მივიღეთ ყველაზე მეტიუ ხმა საქართველოს მოსახლეობისგან ვინც, თქვა, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში და დიახ, ჩვენ მივდივართ ევროპაში! მივესალმები რუსთაველის გამზირზე მყოფებს, ძალიან დიდი ბოდიში ყველას შეწუხებისთვის, მაგრამ ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით! 24 საათი ეს აქცია იდგება აქ. ვინ არის თანახმა თქვენ შორის, არ შეუშინდეს დაჭერას არ შეუშინდეს სივიცეს, რუსულ რეჟიმს, იმიტომ რომ ეს სამშობლო ჩვენია, მომავალი ჩვენია და ჩვენ მივდივართ ევროპაში.
ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია. ყველას ძალიან დიდი ბოდიში შეწუხებისთვის, დისკომფორტისთვის, იმისთვის, რომ ეს დღეები თავისუფლად ვერ ივლით. ყველანი ერთად ვაკეთებთ იმას, რომ მთელი ჩვენი ისტორია, მომავალი ჩვენი ისტორია ვიაროთ თავისუფლად ევროპისკენ!
მაშ ასე, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. ვიმეორებ კვლავ, პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ლიდერებზე. მაგრამ ჩვენი ძალა თქვენშია. თქვენ გარეშე არაფერი არ გამოსულა, არც გამოვა არასდროს. თქვენი ხმები ჩვენ გვაძლიერებს, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.