სკოლებში სპეციალური კონტროლი იწყება რა ჩაიწერება საგანგებოდ შექმნილ ელექტრონულ ჟურნალში

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
განათლების სამინისტრო მუშაობს პროექტზე, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მასწავლებლები ელექტრონული ჟურნალით იხელმძღვანელებენ.
განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, მარიამ ავალიანის ინფორმაციით, სამინისტრო, საწყის ეტაპზე, ელექტრონული ჟურნალით 300 სკოლის აღჭურვას გეგმავს.
“იმისათვის, რომ საქართველოში არსებულ ყველა სკოლაში მოხდეს ინტერნეტჟურნალის სისტემის დანერგვა, თითოეულ საკლასო ოთახში ერთი კომპიუტერია საჭირო, რაც მოგეხსენებათ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ელექტრონული ჟურნალი მასწავლებელს საშუალებას მისცემს, სისტემაში აღნიშნოს მოსწავლის ნიშნები, გაცდენები და მისი მიზეზები.
ასევე მშობლებს საშუალება ექნებათ, ინტენსიურად გაეცნონ შვილების დასწრებისა და შეფასების სისტემას. ეს პროგრამა ასევე გამორიცხავს მონაცემების დაკარგვას, ყველას გვახსოვს ჟურნალების დაკარგვისა და დაწვის ისტორიები. სისტემა დაცული იქნება მაქსიმალურად და მოსწავლეებს მასში შეღწევა გაუჭირდებათ”,- აღნიშნა მარიამ ავალიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარზე, რომელიც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებით, ყვარელში ტარდება.
banner
წინა სტატიაშითინათინ ხიდაშელი: რატომ არ მიიღო საქართველომ ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობა
შემდეგი სტატიაგიორგი კვრიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდება