კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“სამწუხაროდ, ჩვენ თვითონ არ გვჯერა ხოლმე, თორემ ბიძინას 26 მაისი საერთოდ არ ემარტივება. ამის ინდიკატორი ალტერნატიული ე.წ. რბილი პლატფორმების გამოგორება და შეთავაზებაა. კიდევ იქნება ასეთები, არაერთი.
არც კობახიძის მიერ აკიდებული მძიმე ტვირთი ემარტივება და არც მისი სიტყვების სჯერა, რითაც ისტერიული წარუმატებელი “პრემიერი” ცდილობს დაარწმუნოს, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც. დაახლოებით იმავეს ეუბნება კობახიძე ბიძინას, რასაც ხშირად აქაც წაიკითხავ: არაფერი არ გამოუვა ალიანსს, ხალხი არ გამოვა, უცხოელები დაგვითმობენ, ყველაფერი კარგადაა. და კვლავ, ამისი ინდიკაციაცაა კობახიძის ალტერნატივების გამოგორება და შეთავაზება, საზოგადოების გატესტვა, რა დაამშვიდებს.
ბევრი ხალხის შიში ჰქვია ამას და თუ მისი დამარცხება გვინდა, ავტორიტარმა ყოველთვის უნდა მიიღოს ის, რისიც ეშინია.
26 მაისს თუ ბევრი ვიქნებით, “კაცმა არ იცის რა მოხდება”. ბიძინას სჯერა, ისღა დარჩა, ჩვენც დავიჯეროთ, არ დაგვეზაროს, არ შეგვეშინდეს და ბევრნი ვიყოთ.
გვახსოვდეს და თავი არ მოვიტყუოთ: თავებს ყველა ითვლის – ბიძინაც, უცხოელებიც და ჩვენც. ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე!” ,-წერს სოციალურ ნიკა გვარამია.















