ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის მომავალი სატელევიზიო ეთერის განრიგს ავრცელებს

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას “რუსთავი 2”-ს და “ტაბულასთვის” ასაჯაროებს:

“რაკიღა ბატონმა ივანიშვილმა საჯარო კომუნიკაციის გზა აირჩია და საჯარო ინტერესიც მაღალია, ვაქვეყნებ მის შემოთავაზებას. რუსთავი 2-ის პასუხს გამოვაქვეყნებთ დღის განმავლობაში. მანამდე, საინტერესო იქნებოდა ჩვენი მაყურებლის დამოკიდებულება, ასახული კორექტულ კომენტარებში. წინასწარ გიხდით მადლობას.
ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება “რუსთავი 2”-ს და “ტაბულას”
დრო:
მომავალი კვირის ოთხშაბათი
ადგილი:
ნეიტრალური სივრცე(სასტუმრო, სხვა…) ქირის შემთხვევაში მზად ვართ ჩვენზე ავიღოთ სივრცის დაქირავების ხარჯები.
მონაწილეები:
2-3 ჟურნალისტი თითო არხიდან, ბიძინა ივანიშვილი და მოდერატორი
ეთერი:
პირდაპირი
ფორმატი:
ჟურნალისტები რიგრიგობით სვამენ კითხვებს, რესპოდენტი პასუხობს, კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი
თემები:
შეხვედრის ერთი ნაწილი დაეთმობა “რუსთავი 2”-ის და “ტაბულას” გადაცემებში საზოგადოებისთვის მიწოდებული იმ ინფორმაციების განხილვას რომლებიც შეეხებოდა ივანიშვილის პერსონას და ხდებოდა სიცრუის ტირაჟირება.
მეორე ნაწილი დაეთმობა ივანიშვილის წერილში გაჟღერებული თემების განხილვას.
ბოლოს, არხებს ექნებათ საშუალება დასვან სხვა, მათთვის საინტერესო კითხვები”,- წერს გავარამია.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის მოქალაქე უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე იარაღის არსენალით დააკავეს
შემდეგი სტატიასამცხე-ჯავახეთში უძველესი მესხური ჯიშების ვაზის გაშენება დაიწყო