ნიკა გვარამია-არავითარი ილუზია სასამართლო ხელისუფლების რაიმე შესაძლო პროგრესთან დაკავშირებით არ მაქვს

არავითარი ილუზია სასამართლო ხელისუფლების რაიმე შესაძლო პროგრესთან დაკავშირებით არ მაქვს- ამის შესახებ ,,რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს.

გვარამიას თქმით, ამ მიმართულებით პროგრესი გამორიცხულია და სასამართლოში რამის შეცვლის შანსი არ არსებობს.

,,რამის შეცვლის შანსი ნულოვანია. თუ ახლა გვრიტიშვილის და მურუსიძის რაიმე სხვა გვარებით ჩანაცვლებას არ ვეძახით ცვლილებას, ცხადია. ამიტომაც არ ვწერ და ვლაპარაკობ ჩემ ხედვაზე ამ მიმართულებით (განსხვავებით, მაგალითად, განათლებისგან), რომელიც, ცხადია, მაქვს. სასამართლოში რამის შეცვლა შეუძლებელია ხელისუფლების სრულად შეცვლის გარეშე. ამას უნდა შევეგუოთ და თუ გვინდა სასამართლოს შეცვლა, უნდა შევცვალოთ ივანიშვილი. დღესავით ნათელია ეს ამბავი და ნებისმიერი სხვა აზრი უკიდურესი ინფანტილიზმია.”-წერს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშიადვოკატი ზუგდიდის ყოფილი მერისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა