ნიკა გვარამია: არაფერი განსაკუთრებული და ჩვენთვის მოულოდნელი არ მომხდარა

ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

”ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და ვმუშაობთ ისე, როგორც საჭიროდ ვთვლით. არაფერი განსაკუთრებული და ჩვენთვის მოულოდნელი არ მომხდარა. მეტიც, უარესსაც ველოდით (რას, არ დავწერ. არ დავეხმარები ჭკუასუსტ წულუკიანს და ზონდერ სასამართლოს).
ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვამზადებთ საკასაციო საჩივარს.
არჩევნები ჩატარდება რ2თან ერთად. ისეთთან, როგორიც დღესაა. გმადლობთ ყურადღებისთვის”,- წერს ნიკა გვარამა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ბონდარენკო მეგრელებს მეგრულად მიმართავს ნახეთ რა საყვარლად საუბრობს
შემდეგი სტატიადავით ნარმანიას თქმით, სტიქიის დროს დაზიანებულ ავტომანქანებზე 880 291 ლარი გაიცა