17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

ნიკა გვარამია ანა წითლიძის განცხადებას ეხმაურება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრის, ანა წითლიძის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ნიკა გვარამიას თქმით, ანა წითლიძის განცხადებები ახლა უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა.

„ჩემს „ნაციონალ“ მეგობრებთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა ეს ენმ-ს პოზიციაა უკვე და თქვენიც, მათ შორის. და კარგი, ეს ნამუსგარეცხილი ურეპუტაციო ქაჯია, მაგრამ თქვენ სად ხართ ამ დროს და რას შვრებით?“, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა: „გვარამიამ მითხრა, „მერაბ კოსტავა ვარ, ზუსტად ვიცი, მიშას გავწევ მესამე ან მეოთხე ადგილას, მე ვიქნები მთავარი ოპოზიციური ძალა და მაქსიმუმ 2028 წელს, თუ მანამდე არა, ბიძინა მე გადმომაბარებს ხელისუფლებასო“, მაშინ ვიფიქრე, გაუფრენია ამას – მეთქი“.

banner
წინა სტატიაშინია იმნაძის ადვოკატი: არ გვაქვს უფლება, დაცვის გარეშე დავტოვოთ არასრულწლოვანი
შემდეგი სტატიადიტო ჩუბინიძე: ირაკლი ღარიბაშვილს არ ვიცნობ, კობახიძე კი დღეს კოსმონავტების შეკრებაზე იყო და გაფრენილია ორბიტიდან