ნიკა გვარამია: „ამიტომაცაა ინგა გრიგილია წარმატებული და ამიტომაც მიყვარს!“

ნიკა გვარამია ტელეკომპანია პირველის ეთერში ლევან გაჩეჩილაძეს პასუხობს - რას ფიქრობს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი მაესტროს დავაზე

nika gvaramiaშეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ის მიზანი, რაც, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას აქვს, ჩაშალა: გრიგოლიამ ღიად განაცხადა, რომ მას შანტაჟის არ ეშინია. ამ შეფასებას სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ნიკა გვარამიამ კი, „ფეისბუქზე“ დაწერა:
„აი, ეს გამოარჩევს ინგა გრიგოლიას – განსაკუთრებული ნიჭიერება კი არა (რომელიც აქვს), განსაკუთრებული უნარები კი არა (რაც აქვს), უშეცდომობა კი არა (რაც არავის არ აქვს, და ინგასაც ბევრი შეცდომა დაუშვია, მაგრამ ჩემზე ნაკლები, ალბათ), არამედ განსაკუთრებული გამბედაობა და კონტექსტის უბადლო შეგრძნება. ამიტომაცაა წარმატებული და ამიტომაც მიყვარს ძალიან.“

banner
წინა სტატიაში“აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის”
შემდეგი სტატიაგიორგი გაფრინდაშვილი თსუ-ის რექტორს გადადგომისკენ მოუწოდებს