ნიკა გვარამია ამბობს, რომ მძარცველი, ვინმე ბადრი ესებუაა

“მთავარი არხის” გენერალური დირქტორის ინფორმაციით ზუგდიდში, ბანკში თავდასხმელი სპეცოპარაციის ჩატარებს დროს გაექცათ. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მძარცველი, ვინმე ბადრი ესებუაა. ამის შესახებ მან “მთავრი არხის” სპეციალურ გამოსვებაში, გადაცემაში “მთავარ აქცენტები” ისაუბრა.

სპეცოპერაცია ჩატარდა და დასრულდა წარუმატებლად, ალყაში მოქცეული ტერორისტი თუ, რაც გნებავთ ის დაარქვით, შეიარაღებული თავდამსხმელი, მძევლების ამყვანი და ასე შემდეგ, გაექცათ. მე ვუთხარი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მივწერე ქალბატონ გიორგობიანს და ვუთხარი, რომ მე მეტი ინფორმაციას ვერ შევინახავდი, თუ რამე გაქვთ ახლა სათქმელი მითხარით, თუ რამე პრობლემატურია იმაში, რომ გამოვალ და დავილაპარაკებ. ასე წერია მანდ – ვიცი, რომ ესებუა გაგექცათ, – დიახ, ესებუა გაექცათ. – ამბობს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას ინფორმაციითვე, მძარცველი ბადრი ესებუა არის 1988წელს დაბადებული და მუშაობს სენაკის მეორე ბატალიონში, იქ სადაც მუშაობს “ვითომ მძევალი” დავით ხვიბლიანი.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას ინფორმაციით, თავმდამსხმელი სენაკის მეორე ქვეითთა ბაზაში მუშაობს
შემდეგი სტატიაФСБ-ს შეფთან შეხვედრის შემდეგ დაბლოკილი ანაკლიის პროექტი – რა ინტერესები ჰქონდა ივანიშვილს