“აი, ახლა რასაც იმედის ბანკზე ამბობენ ქოცები და მათი პროპაგანდისტები, რანაირად შეიძლება შიზოიდი თაღლითის გარდა ვინმე ამბობდეს და სასოწარკვეთილი იდიოტის გარდა ვინმე იჯერებდეს?”_ აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია წერს.
დღეს ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა TV იმედმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: “სულ რამდენიმე თვეში შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.

















